აღწერა

კალციუმის ჰიდროქსიდისგან დამზადებული არხის დროებითი საბჟენი მასალა.

გამოიყენება პულპოტომიის დროს, არაჰერმეტული არხისთვის, აპექსიფიკაციისთვის, მყარი ქსოვილის ბარიერის შექმნისთვის.
გამოყენების ინსტრუქცია:
• არხის პრეპარირების შემდეგ გაასუფთავეთ და გააშრეთ არხი.
• შპრიცზე მოარგეთ ერთჯერადი თავაკი და რგოლი მარტივად გამოყენებისთვის.
• ერთჯერადი თავაკი გაწმინდეთ ეთილის სპირტით.
• დააჭირეთ დგუშს და მთლიანად შეავსეთ არხი,თავაკი ნელ-ნელა ამოიღეთ.
• მოაშორეთ ზედმეტი პასტა სტერილური ბამბის ტამპონით.
• მოხსენით გამოყენებული თავაკი, მოარგეთ ახალი და დაახურეთ თავსახური.