შეცდომები და გართულებები როტაციული სისტემებით მუშაობისას, მათი პრევენცია და გადაჭრის გზები

17-18 მაისი, აკრედიტირებული
ლექცია - მასტერკლასი ენდოდონტიაში - “შეცდომები და გართულებები როტაციული სისტემებით მუშაობისას, მათი პრევენცია და გადაჭრის გზები”
💢 სპიკერი - ექიმი სტომატოლოგი-მაკა ბაბუნაშვილი.
❗️12 უპგ ქულა❗️
⭕️17 მაისი - ლექცია ; სალექციო თემატიკა:
ალტერნატიული როტაციული ენდოდონტიური სისტემები; მუშაობის პროტოკოლი; მუშაობის უსაფრთხოება; კბილის სამუშაო სიგრძის დადგენა; აპექსლოკაციის მეთოდი; ხავერდოვანი ბილიკი; არხის შეიპინგი; არხის კალიბრიზაცია; MB2 არხის ლოკალიზაცია; შეცდომები და გართულებები როტაციული სისტემებით მუშაობისას, მათი პრევენცია და გადაჭრის გზები; მოშლილი აპიკალური საყრდენი, მიზეზები, პრევენცია, გართულებები, მათი გადაჭრის გზები; Zipping, Ledging, Elbow, Perforation, Stripping, აპექსის ტრანსპორტაცია.
ულტრაბგერის კლინიკური გამოყენება სტომატოლოგიაში; არხების ულტრაბგერითი ირიგაცია - აქტივაცია, მუშაობის პროტოკოლი; რეენდოდონტია; არხის განბჟენა როტაციული და ულტრაბგერითი სისტემებით; არხების განბჟენის შემდგომი გართულებები; საირიგაციო ხსნარები და ამ ხსნარებით გამოწვეული გართულებები; არხებში როტაციული ინსტრუმენტების ჩატეხვის მიზეზები; ჩატეხილი ინსტრუმენტების ამოღების ტექნიკა;
File Removal System - ით ჩატეხილი ინსტრუმენტის ამოღება; ტექნიკა- Bypass.
წკირების და ჩანართების ამოღება ულტრაბგერითი სისტემებით .
MAP- მიკროაპიკალური განთავსების სისტემა; მიმოხილვა, არხების პერფორაციის დახურვა, არხების აპექსიფიკაცია MAP -სისტემით .
არხების დაბჟენა ცხელი გუტაპერჩის მეთოდით Meta Biomed - ის აპარატით, კლინიკური ქეისების განხილვა.
პოსტენდოდონტიური მკურნალობა ორთოპედიული მომზადებისას; კბილის კულტის აღდგენა მინაბოჩკოვანი წკირით და კომპოზიტით; კულტის აღდგენა მასრების საშუალებით; კომპოზიციური ჩანართის დამზადება და კულტის აღდგენა.
⭕️18 მაისი -მასტერკლასი;
რეგისტრაცია - 10:00
ლაივ-დემონსტრაცია და პრაქტიკული მუშაობა ენდომოტორით რეალურ კბილებზე PROTREIN სისტემის გამოყენებით, არხების პრეპარირება სხვადასხვა სისტემის როტაციული ენდოდონტიური ინსტრუმენტებით; ხავერდოვანი ბილიკის შექმნა; კბილის სამუშაო სიგრძის დადგენა აპექს-ლოკაციის მეთოდით; არხების ულტრაბგერითი ირიგაცია-აქტივაცია; არხების კალიბრიზაცია.
არხების განბჟენა როტაციული და ულტრაბგერითი სისტემებით; არხის ობტურაცია ლატერალური კონდენსაციით;
არხების დაბჟენა ცხელი გუტაპერჩის მეთოდით Meta Biomed - ის აპარატით- ლაივ დემონსტრსცია;
MAP სისტემით არხების პერფორაციული უბნების დახურვა, არხის მწვერვალის დაბჟენა MAP -სისტემით;
დიკუსია -გავლილი ტრენინგის შეჯამება.
✅ ლექცია- მასტერკლასის ღირებულება 500₾ ;
⭕️ დეტალური ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით მითეთებულ ნომერზე:
☎ +995 591 047 047